დედამიწის დღე გვახსენებს, რომ ჩვენი პლანეტის დაცვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. გარემოზე ზრუნვა იწყება ყოველდღიური მცირე ნაბიჯებით და გადადის დიდ პასუხისმგებლობაში 🌍💚
საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით, VIII კლასებს შორის, გეოგრაფიაში ვიქტორინის ფინალი ჩატარდა. გამარჯვებული გუნდი გახდა - “ჩვენ ვზოგავთ ელექტროენერგიას”
დედამიწის დღესთან დაკავშირებით ვიქტორინა მიზნად ისახავდა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე და მათში პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.